ბავშვის აღზრდა
ტემპერამენტი
ადამიანს ტემპერამენტი დაბადებიდანვე დაჰყვება. მას ვერ შევუცვლით, მაგრამ მისი გაგება და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. ახალშობილი ამ ქვეყანას ნერვული სისტემის ჩამოყალიბებული თვისებებით ევლინება. სწორედ ნერვულისისტემის თავისებურებები განსაზღვრავს შემდგომ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას. ნერვული სისტემის თვისებების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტემპერამენტის დამსახურებაა პაწაწინა ადამიანის ხასიათი, ემოციების გამოვლენის ხერხები, ახალი ცოდნის ათვისება, მიდრეკილება გარკვეული ტიპის საქმიანობისადმი, სწრაფვა მონოტონურობისკენ ან, პირიქით, ცვლილებებისკენ. ბავშვს ან ერთ-ერთი მშობლისტემპერამენტი დაჰყვება, ან თანაბრად იღებს ორივე მათგანის თვისებებს. სწორედ ამიტომ იბადებიან ერთსა და იმავე ოჯახში განსხვავებული ხასიათის ბავშვები.
ტემპერამენტის ტიპები
თეორია ტემპერამენტთა შესახებ ძველი ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს სახელს უკავშირდება. მას მიაჩნდა, რომ"ფიზიკური და სულიერი სნეულებების მიმდინარეობას ადამიანის სხეულის შემადგენელი ოთხი ელემენტისპროპორცია განსაზღვრავს". ჰიპოკრატეს აზრით, ტემპერამენტის ტიპი ადამიანის ორგანიზმში არსებული ოთხისითხიდან ერთ-ერთის სიჭარბეზეა დამოკიდებული. ესენია წითელი და შავი ნაღველი, ცხელი სისხლი, ცივილორწო. აღნიშნულის შესაბამისად მან ადამიანთა 4 ტიპი გამოყო.
ქოლერიკი
ბერძ. "ქოლე" - ნაღველი. ნერვული სისტემის ტიპი - ძლიერი, გაუწონასწორებელი, მოძრავი. დადებითი თვისებები - აქტიურობა და ენერგიულობა, სწრაფი აღქმა, გამბედაობა, მიზანსწრაფულობა, კონტაქტში ადვილადშესვლა, დამაჯერებელი საუბარი. უარყოფითი თვისებები - ნერვული სისტემის არასტაბილურობა, თავშეუკავებლობა და ფეთქებადობა, აგრესიულობა, კონფლიქტისკენ მიდრეკილება, წყენის დამახსოვრება, გუნება-განწყობის ხშირი ცვლა, მაღალი თვითშეფასება, მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ
სანგვინიკი
ბერძ. "სანგვის" - სისხლი. ნერვული სისტემის ტიპი - ძლიერი, გაწონაწორებული, მოძრავი. დადებით ითვისებები - აქტიურობა და მოძრაობა, ახალი პირობებისადმი სწრაფი ადაპტაცია, კეთილგანწყობა, საქმითგატაცება, კომუნიკაბელურობა, სიცოცხლის ხალისი და ოპტიმიზმი, კარგი მეტყველება, მდიდარი მიმიკა დაჟესტები, ავტორიტეტულობა და ლიდერობა. უარყოფითი თვისებები - კონცენტრირების დეფიციტი,არასტაბილურობა და არასანდოობა, გონებაგაფანტულობა, სიტყვის გატეხა, დაუფიქრებელი ქცევა და ქმედებათაშეუთანხმებლობა, მიზანსწრაფულობის დეფიციტი, მონოტონური და ხანგრძლივი სამუშაოს შესრულების უნარისარქონა.
ფლეგმატიკი
ბერძ. "ფლეგმა" - ლორწო. ნერვული სისტემის ტიპი - ძლიერი, გაწონასწორებული, ინერტული. დადებითითვისებები - სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი, მოთმინება და სტრესისადმი გამძლეობა, სიმშვიდის სიყვარული, განსჯის უნარი, მოვალეობის გრძნობა, შრომის უნარი, მიზანსწრაფულობა და მდგრადობა. უარყოფითითვისებები - პასიურობა, უმოძრაობა, ინერტულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარის დეფიციტი, სიჯიუტე დაკონსერვატორობა.
მელანქოლიკი
ბერძ. "მელას" - შავი, "ქოლე" - ნაღველი. ნერვული სისტემის ტიპი - სტაბილური, გაწონასწორებული,ინერტული. დადებითი თვისებები - ფაქიზი მგრძნობელობა და თანადგომის უნარი, გულისხმიერება და რბილიხასიათი, ნატიფი აღქმა და კეთილგანწყობა, დავალებების კარგი შესრულება. უარყოფითი თვისებები - უკიდურესიმგრძნობიარობა, მორცხვობა, საკუთარი თავისა და ქმედებებისადმი ეჭვი, დაქვეითებული თვითშეფასება, საკუთართავში ჩაკეტილობა, კონტაქტის დამყარების უნარის დეფიციტი, ინერტულობა და ზედმეტი პასიურობა.
მოდი, გავარკვიოთ...
ტემპერამენტი გენეტიკურად განპირობებული თვისებაა, მაგრამ მისი მკვეთრიგამოხატვა მაშინ იწყება, როცა ხდება პიროვნების ჩამოყალიბება სოციალურ გარემოში.სწორედ ამიტომ ტემპერამენტის ტიპის განსაზღვრა მხოლოდ 3-4 წლის ასაკისთვისარის შესაძლებელი. ბუნებით ბოძებული ტემპერამენტის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში, სოციალური გამოცდილების კვალობაზე, ის გარკვეულცვლილებას მაინც განიცდის. უმეტესად ეს დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან, გარემოცვასთან. ცხოვრებისეულ გარემოებათა გავლენით ადამიანი სწავლობს დაფაროს ერთი და გამოავლინოს მეორე თვისება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფთა სახით ესა თუ ის ტიპი იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ, ყველა ჩვენგანს აქვს ოთხივე ტიპის თვისებები. მთავარია განვსაზღვროთ, რომელი მათგანიდომინირებს ადამიანში. სწორედ დომინანტური ტემპერამენტის საფუძველზე ხდებაქცევისა და ხასიათის ფორმირება. განსაზღვრა იმისა, რომელი ტემპერამენტიადომინანტური თქვენი შვილისთვის, ძნელი არ არის. საკმარისია გაიხსენოთ მისიძირითადი თვისებები და ქცევის მანერა. გარკვეულ დახმარებას ფსიქოლოგიურიტესტებიც გაგიწევენ.
ქოლერიკი
მისი მთავარი პრინციპია "მინდა ყველაფერი, თანაც ერთად!" გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება და ემოციურიარასტაბილურობა - აი ქოლერიკის მთავარი თვისებები. ადრეულ ბავშვობაში ქოლერიკი ნებისმიერი მიზეზის გამოყვირის. ზოგჯერ უმიზეზოდაც. ყველაფრის თავიდათავი კი არასტაბილური, გაუწონასწორებელი ნერვულისისტემაა. ქოლერიკი ბავშვები ძიებით არ იღლებიან. მათ ყველაფერი მალე ბეზრდებათ. მათი ფსიქიკა მუდმივადმოითხოვს ახალ შთაბეჭდილებებსა და აღმოჩენებს, რაც იწვევს სწრაფვას მოძრაობისა და აქტიურობისკენ. პატარაქოლერიკი მუდამ ცელქობს, ონავრობს, თანატოლებთან თამაშიც ხშირად მთავრდება ჩხუბითა და ურთიერთობებისგარკვევით. ასეთი ბავშვი ხშირად მიისწრაფვის ლიდერობისკენ და საკუთარ აზრს თავს ახვევს სხვებს, რადგანგულწრფელად მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი აზრია სწორი. ქოლერიკი სწრაფად მეტყველებს, ყლაპავს ცალკეულსიტყვებს, თუმცა საუბრობს გამართულად, ემოციურად. მოძრაობები მიზანმიმართული აქვს, მკვეთრი, ენერგიული.არ შეუძლია მოთმენა, ლოდინი, ემოციის შეკავება. ახალ ინფორმაციას ადვილად და სწრაფად ითვისებს, მაგრამმეორე დღესვე ივიწყებს. ადვილად ეგუება ახალ და უჩვეულო გარემოს. ხშირად ღალატობს განსჯის უნარი დაუჭირს საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების სათანადო შეფასება. უყვარს პუბლიკაზე თამაში, გამუდმებითსჭირდება მაყურებლები და მსმენელები, რომელთაგანაც გაგებას და მოწონებას ელის. მარტოობის ჟამს ტირილი დაჭირვეულობა ასეთი ბავშვისთვის უცხოა. მას ნაცნობების ფართო წრე ჰყავს, ზოგიერთ მათგანს ეთამაშება,ზოგიერთთან პრობლემებს განიხილავს, ზოგიერთთან კი სიმპათიის გამო აქვს კონტაქტი. ქოლერიკ ბავშვებს უჭირთჩაძინება. ამის მიზეზია ნერვული სისტემის აღგზნება დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების გამო.ყოველგვარ სასჯელზე ჩაკეტილობით ან აგრესიით რეაგირებენ.
მშობლების სტრატეგია
მიეცით ბავშვის ენერგიას სწორი მიმართულება, დაეხმარეთ მას საინტერესო ჰობის ან გასართობის პოვნაში. ერიდეთ ბავშვის ნერვული სისტემის ზეაგზნებას. აქტიურ და მოძრავ თამაშებს მშვიდი, ნაკლებემოციურისაქმიანობა შეუნაცვლეთ. გამოუმუშავეთ ბავშვს მოთმინება. აუხსენით, რომ აუცილებელია დაწყებული საქმისბოლომდე მიყვანა. არ შეიძლება ვუყვიროთ და ვუბრძანოთ ბავშვს, ვესაუბროთ უხეშად, გამოვიყენოთ ფიზიკურიძალა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის აგრესიისა და მრისხანების პროვოცირება ან სტიმულირება.პირიქით - ასეთ დროს უნდა იყოთ გაწონასწორებული, მშვიდი, უნდა აუხსნათ პატარას, რომ მისი ქცევა სიტუაციასართულებს. აუცილებლად აგრძნობინეთ ბავშვს, რომ მისი აზრი თქვეთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვიაუცილებლად უნდა მისდევდეს სპორტს - ცურვას, ჩოგბურთს. ასე მივმართავთ ქოლერიკის დაუოკებელ ენერგიასფიზიკური განვითარებისკენ, ხოლო ჭარბ აგრესიას - სპორტული შედეგების მიღწევისკენ. ასეთ ბავშვებს მეტისივრცე სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, ხშირად გახვიდეთ ქალაქგარეთ.
სანგვინიკი
მისი მთავარი პრინციპია "მე შენი მჯერა. შენ?" სანგვინიკი ბავშვი კეთილგანწყობილია, ხალსიანი, თუმცამორჩილიც. სანგვინიკს სწყურია ცვლილებები, შთაბეჭდილებები. ის ადვილად პოულობს ახალ ნაცნობებს,მიისწრაფვის ახალი ადგილების დასალაშქრავად, მოითხოვს ახალ გასართობებს. სანგვინიკის თვალსაჩინოუზრუნველობა ემყარება ბუნებრივ იღბლიანობასა და ნიჭიერებას. სტატისტიკის თანახმად, ამ ტიპის ადამიანებსშორის ყველაზე მეტია მოგზაური და თავგადასავალთა მაძიებელი. სანგვინიკი ბავშვის ცნობისმოყვარეობაუსაზღვროა. მას იტაცებს ყველაფერი ახალი და უცნობი. ბავშვი მზად არის, ყველაფერი ერთად აკეთოს და ამ დროსყურადღება არ მიაქციოს ხარისხს. ის ხშირად ტოვებს საქმეს დაუმთავრებელს, თუმცა ადვილად და სწრაფადითვისებს მიღებულ ინფორმაციას. აქტიურობასა და კეთილგანწყობას მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს, როცა ეს ირგვლივმყოფებს მოსწონთ. ახასიათებს საკუთარი თავის სიყვარული, ნარცისიზმი. ხშირად სთხოვს მშობლებს, ყველაზეძვირი და მოდური ტანსაცმელი უყიდონ. არცთუ იშვიათად სანგვინიკები იმას არ ამბობენ, რასაც ფიქრობენ.ეშმაკობა, მატყუარობაც ახასიათებთ. ბავშვი-სანგვინიკი ადვილად მიდის კომპრომისზე, მას არ ეშინიაგაურკვევლობისა და სირთულის, ადვილად ივიწყებს წარუმატებლობას. ადვილად ამყარებს ურთიერთობასნებისმიერ კოლექტივში და ეგუება უჩვეულო სიტუაციას. ეს თვისებები ბავშვს თანატოლთა შორის ლიდერადაქცევს. უფროსები ასეთ პატარებს თავის შვილებს ხშირად უსახავენ მაგალითად. სანგვინიკი მეტყველებსგამოთქმით, სწორად. დასჯაზე ბავშვი მშვიდად რეაგირებს, ის არ არის მიდრეკილი კონფლიქტისკენ. ძალიანძნელია სანგვინიკის წონასწორობიდან გამოყვანა, მასთან ჩხუბი. სანგვინიკი ბავშვები ადვილად იძინებენ და ღრმადსძინავთ.
მშობლების სტრატეგია
მთავარია, ასწავლოთ ბავშვს დანაპირების შესრულება და სიტყვის ფასი. თვალყური ადევნეთ მის ქცევას, არდაგეზაროთ მისთვის დაუმთავრებელი საქმეების შეხსენება. აკონტროლეთ დავალებათა შესრულების მსვლელობა,ბავშვის ყურადღება მიმართეთ ქმედებათა ხარისხისა და სიზუსტისკენ. უპოვეთ ბავშვს სასიამოვნო საქმიანობა.სანგვინიკი ბავშვი ძალზე ზომიერად და ფრთხილად უნდა აქოთ. ჭარბი ქება მათ თვითშეფასებას უკიდურესადზრდის. ნუ ეცდებით, პატარა ბავშვთან მეტისმეტად სერიოზული იყოთ. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქი დათანასწორი ურთიერთობის პრინციპს. ეცადეთ, ბავშვს დაუსახოთ კონკრეტული და გასაგები მიზანი.გაითვალისწინეთ: ამოცანის გადაჭრის რამდენიმე ხერხი უნდა არსებობდეს. ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება,თავად აირჩიოს მიზნის მიღწევის გზა. ყურადღებით შეურჩიეთ სპორტის სახეობა ან გასართობი. პირველ რიგში, ისთავად ბავშვს უნდა აინტერესებდეს. ოპტიმალურია სპორტის გუნდური სახეობები და თეატრალური წრე.
ფლეგმატიკი
მისი ძირითადი პრინციპია "ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მერე!" ფლეგმატურ ბავშვებს სტაბილურობა დასიჯიუტე ახასიათებთ. აზრს პრაქტიკულად ვერ შეაცვლევინებთ. ფელგმატიკი ყოველთვის აუღელვებელი დამშვიდია. სხვა ბავშვების საზოგადოება მისთვის სულაც არ არის აუცილებელი. შეუძლია, თავი მშვენივრადგაირთოს, კარგა ხანს ათვალიეროს წიგნი ან თავისივე თითებით ითამაშოს. საკვებისა და ადგილის ცვლილებისადმიასეთი ბავშვები კონსერვატიულად არიან განწყობილნი. ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეჩვევიან ახალკერძს, ძნელად იძინებენ ახალ გარემოში. არც საბავშვო ბაღსა და ახალ კოლექტივთან მიჩვევაა მათთვის ადვილი.ფლეგმატური ბავშვები სიტყვაძუნწნი, პასიურნი არიან. უჭირთ სოციალური კონტაქტის დამყარება, დიდისიფთხილით ირჩევენ მეგობრებს. ფლეგმატური ბავშვების გრძნობები სტაბილურია, მუდმივი, მაგრამ ამავე დროსზომიერი. ფეთქებადობა, დიდი გატაცება, გაბოროტება, ეჭვიანობა მათ მხოლოდ აბნევთ. ასეთი ბავშვებიიმახსოვრებენ ძნელად, მაგრამ საფუძვლიანად. მათთვის დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, ამტანობა,მიჩვეულნი არიან მონოტონურ და ერთგვაროვან ქმედებებს. არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვებს სკოლაში"მოზეპირეებს" უწოდებენ. ისინი ყველაფერს ნელა და საფუძვლიანად აკეთებენ, ყველა დაბრკოლებას ნელაგადალახავენ ხოლმე. ფლეგმატური ბავშვები არ არიან ლიდერები და პრაქტიკულად არასოდეს იჩენენ ინიციატივას.მათ არ უყვართ მხედველობის არეში ყოფნა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ამავე დროს ესბავშვები თავიანთ აზრს იცავენ, იშვიათ იცვლიან მას და ხშირად სიჯიუტესაც კი ამჟღავნებენ. ფლეგმატურ ბავშვებსარ უყვართ ტყუილი, თუმცა არც ტაქტით გამოირჩევიან, რის გამოც ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში.საკმაოდ კეთილგანწყობილნი და მშვიდობისმოყვარენი არიან, ცდილობენ არ ჩაერთონ კონფლიქტში დაშეძლებისდაგვარად ახერხებენ კიდეც, თავი აარიდონ მას. არ უყვართ კამათი და დისკუსია. ურჩევნიათ, ყველაფრისდასაწყისი და დასასრული გათვალონ. მოსალოდნელი მოვლენისთვის წინასწარ ემზადებიან, თუმცა, ამავე დროს,ცდილობენ, ყველაფერი სამომავლოდ გადადონ. შედეგად ყველაფერს უკანასკნელ წუთებში და სახელდახელოდაკეთებენ. მათი მეტყველება ნელია, ჩუმი, ჟესტები და მიმიკა - ძუნწი. წინადადებები მარტივია, სიტყვები ხშირადმეორდება. ეპითეტები იშვიათია. ფლეგმატური ბავშვი სწრაფად და მშვიდად იძინებს, მაგრამ უჭირს გაღვიძება.გამოსაფხიზლებლად მას დრო სჭირდება. გამოფხიზლებამდე ჭირვეული და უკმაყოფილოა.
მსობლების სტრატეგია
ფლეგმატური ბავშვის აღზრდისას ორიენტირებული უნდა იყოთ თქვენი შვილისთვის შესაფერის ტემპზე.ჩვეულებრივ, ასეთ ბავშვებს დავალებების შესასრულებლად ცოტა მეტი დრო სჭირდებათ. იყავით მომთმენი, ნუააჩქარებთ პატარას, ნუ უყვირებთ. ამავე დროს ნუ შეუწყობთ ხელს იმაში, რომ ყველა საქმე სახვალიოდ გადადოს.თავიდანვე ასწავლეთ დროის რაციონალური გამოყენება. ნუ დაუსახავთ ბავშვს მიზნებსა და ამოცანებს, რომელთაგადაჭრასაც სისწრაფე სჭირდება. ნუ შეაჯიბრებთ მას უფრო აქტიურ ან ასაკით უფროს ბავშვებს. წინააღმდეგშემთხვევაში შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოთ. არასოდეს გაუბრაზდეთ ბავშვს, განსაკუთრებით - სხვების თანდასწრებით, ზედმეტი სიფრთხილისა და სიდინჯისთვის. წაახალისეთ ბავშვის სწრაფვა ნებისმიერიმოძრავი თამაშისკენ, ფიზიკური გართობისკენ, მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი შეაქეთ. ნუ დაანებებთ პატარას,საათობით აკეთოს ერთი საქმე, შესთავაზეთ, შეისვენოს ან დროებით სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. ასწავლეთ ბავშვსდამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, სიტყვის ფასი და ინიციატივის გამოჩენა. ეცადეთ გამოუმუშაოთკოლექტივთან ურთიერთობის უნარი - ხშირად ასეირნეთ ეზოში, რათა ბავშვებს ეთამაშოს. სპორტული სექციებიდანუპირატესობა მიანიჭეთ ცურვას, ტანვარჯიშს.
მელანქოლიკი
მისი მთავარი პრინციპია "მე არ ვმხიარულობ, იმიტომ, რომ მოწყენილი ვარ!" მორცხვობა, შიში და ორჭოფობა მისიხასიათის ძირითადი თვისებებია. ადრეულ ბავშვობაში ეს გამოიხატება ტირილით, შიშით, ერთ ადამიანზემიჯაჭვულობით. შემდგომ ამას ემატება მორცხვობა, წყენა, მეოცნებეობა... ნერვული სისტემის ძლიერიარასტაბილურობის გამო პატარას ნებისმიერი წვრილმანი აკარგვინებს წონასწორობას. ამ თვისებასთან ბრძოლა, მითუფრო - ამის გამო გაბრაზება კატეგორიულად აკრძალულია! მელანქოლიურ ბავშვთან უნდა იყოთ მშვიდი,ალერსიანი, ყურადღებიანი, აკონტროლებდეთ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებს. წინააღმდეგ შემთხვევაშიშეიძლება ბავშვი აატიროთ. ტირილი ასეთი პატარების მთავარი იარაღია. ნებისმიერ ემოციას, ისტერიკითდაწყებული და უმიზეზო სევდით დამთავრებული, ცრემლები მოსდევს. მელანქოლიურ ბავშვებს განვითარებულიაქვთ ხასიათის ემოციური თვისებები, რაც გამოიხატება გულისხმიერებით, თანაგრძნობით, სენტიმენტალობით.ადვილად ღიზიანდებიან და ხანგრძლივად იმახსოვრებენ წყენას. ძლიერი ნერვული სტრესი შეიძლებაავადმყოფობის, მაგალითად, ტემპერატურის, ფაღარათის ან უმადობის მიზეზადაც კი იქცეს. ეს ყოველივეცნერვული სისტემის არასტაბილურობას უკავშირდება. მელანქოლიურ ბავშვებს ყველაფრის ეშინიათ. ისინი ძნელადშედიან კონტაქტში და ძნელად ადაპტირდებიან ახალ კოლექტივში. არ არიან ლიდერები, ხშირად იკეტებიანსაკუთარ თავში და ცდილობენ, შეუმჩნეველნი დარჩნენ. დასჯას ტრაგედიად აღიქვამენ. მცირე ასაკშიც კი ამანშეიძლება ფსიქიკა დაუზიანოთ. მელანქოლიური პატარა ყოველგვარ ცვლილებას მეტისმეტად ფრთხილად ეკიდება.ახალ, არასტანდარტულ სიტუაციაში იბნევა, ცდილობს ჩრდილში დარჩეს. იგივე ემართება კონფლიქტის დროს.მელანქოლიურ ბავშვს უჭირს ახალი ინფორმაციის ათვისება. გონებაგაფანტულია, უჭირს დაწყებულ საქმეზეკონცენტრირება. მელანქოლიურ ბავშვებს ღლით ნებისმიერი საქმიანობა - თამაში, კითხვა, ვარჯიში... სწორედდაღლილობის გამო ეცვლებათ ხშირად განწყობილება. შესაძლოა მთელი კვირა ელოდეს ზოოპარკში წასვლას,მაგრამ გზაში ისე დაიღალოს, რომ ჭირვეულობა დაიწყოს და სეირნობაზე საერთოდ უარი თქვას. მელანქოლიკებისმეტყველება ჩუმია, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, მაგრამ მდიდარი და გამართული. ყოველი მოძრაობაფრთხილია, თითქოს საცდელი. ასეთი ბავშვები ძალიან ძნელად იძინებენ და გაღვიძებაც უჭირთ. მიუხედავადასეთი ხასიათისა, მელანქოლიკები ყველაზე შემოქმედებითი და ღრმა პიროვნებები არიან. ისინი მზად არიან,მოისმინონ თქვენი პრობლემები და გულით თანაგიგრძნონ. მელანქოლიურ ბავშვებს ნატიფი გემოვნება და კარგისმენა აქვთ. მათგან ყალიბდებიან ესთეტები, გურმანები და მუსიკოსები.
მშობლების სტრატეგია
მთავარია, არ აატიროთ. მასთან საუბრისას არ გამოიყენოთ უხეში და დამამცირებელი გამოთქმები, არ გაუბრაზდეთდა უყვიროთ. თქვენი განწყობილება და ხმამაღალი ინტონაცია შესაძლოა პატარას სტრესის მიზეზად იქცეს.ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა სიყვარულის ხშირი გამოხატვა, ყურადღება და მოთმინება, ოჯახური სითბო. ნუდაიშურებთ ალერსსა და ნაზ სიტყვებს, უმნიშვნელო წარმატებების გამოც კი შეაქეთ. ეცადეთ ხშირად აუხსნათ, რომსამყარო სულაც არ არის ისეთი მოსაწყენი, როგორიც გვეჩვენება. მიეცით ბავშვს სიცილის საბაბი, ნუ მიაპყრობთ მისყურადღებას სამწუხარო და ტრაგიკულ ისტორიებს. ნურასოდეს დაუძახებთ მტირალას; არასოდეს უსაყვედუროთსხვების თანდასწრებით. წაახალისეთ დამოუკიდებლობის ყოველგვარი გამოვლინება, აქტიური ქმედებისა დადამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების მცდელობა. ხშირად მიეცით ბავშვს მარტივი, ადვილადშესასრულებელი დავალებები. სასწავლო პროგრამის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ პატარასმაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეობას. ნაკლებსავარაუდოა, რომ ბავშვიწარმატებული სპორტსმენი გახდეს, ამიტომ ნებისმიერი ვარჯიში ისე უნდა შეირჩეს, რომ ბავშვი არ გადაიღალოს.მელანქოლიური ბავშვებისთვის ყველაზე შესაფერისია მუსიკა და მხატვრული წრე.
1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ისთავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერებისკანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენცდასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.
4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევერთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.
5. არ დაამცირო
6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღებამიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არგაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.
8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრებისნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არისუბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენიშვილი წარმოიდგინე.
10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთანურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.
ყურადღება მივაქციოთ ბავშვებს
ძალიან მარტივად, დასხედით მშობლები და შვილები და ერთად შექმენით ,,ხელოვნების ნიმუშები’’, ეს ურთიერთობის გამყარების საუკეთესო საშუალებაა.
არტ თერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. აქცენტი კეთდება არა რაიმე ღირებულების მქონე ნაწარმოების შექმნაზე,არამედ თავად შემოქმედებითი პროცესის ეფექტზე. მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესისგან,უარყოფითი ემოციებისადა შიშებისგან გათავისუფლება.მტკივნეული განცდის ფურცელზე გადმოტანა დისტანციას ქმნის და ადამიანს შეუძლია გვერდიდან უყუროს თავის პრობლემას,რაც მის გადაწყვეტას აადვილებს (სხვისი პრობლემა ხომ უფრო ადვილი გადასაჭრელია ვიდრე საკუთარი). თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების შედეგად ადამიანს ემატება თავდაჯერებულობა, ხელს უწყობს ურთიერთობის ჰარმონიულ გამვითარებას.
არტ თერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. აქცენტი კეთდება არა რაიმე ღირებულების მქონე ნაწარმოების შექმნაზე,არამედ თავად შემოქმედებითი პროცესის ეფექტზე. მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესისგან,უარყოფითი ემოციებისადა შიშებისგან გათავისუფლება.მტკივნეული განცდის ფურცელზე გადმოტანა დისტანციას ქმნის და ადამიანს შეუძლია გვერდიდან უყუროს თავის პრობლემას,რაც მის გადაწყვეტას აადვილებს (სხვისი პრობლემა ხომ უფრო ადვილი გადასაჭრელია ვიდრე საკუთარი). თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების შედეგად ადამიანს ემატება თავდაჯერებულობა, ხელს უწყობს ურთიერთობის ჰარმონიულ გამვითარებას.
იმის მიხედვით თუ რა ფერებს იყენებს თქვენი პატარა ხასიათის შტრიხების დადგენასაც შეძლებთ.
ყვითელი- მეოცნებე,ფანტაზიორი, თავშეკავებული,მაგრამ მიზანსწრაფული
წითელი- ენერგიული,ჯიუტი, აქტიური
ცისფერი - თავისუფალი
ლურჯი- გაწონასწორებული,თანმიმდევრული
იასამნისფერი-მეოცნებე, მიზანმიმართული,ჯიუტი
ნარინჯისფერი-ცელქი,ადვილად აღზნებადი
ვარდისფერი- დამოკიდებული.
ყავისფერი- არასრულფასოვანი
შავი- სტრესული