სადამრიგებლო პროგრამა

                 მე-7 კლასის სადამრიგებლო  პროგრამის გეგმა I სემესტრი
#
დაგეგმილი აქტივობა
 აქტივობის მიზანი
განხორციელების დრო
1
სადამრიგებლო საათი
1. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა საჭიროებების, საგნების, საგნის მასწავლებლების და საბაზო საფეხურის ძირითადი მიზნების გაცნობა;
2. მოსწავლის ქცევის კოდექსის გაცნობა;
3. ქცევის წესების შემუშავება მოსწ. მონაწილეობით;

სადამრიგებლო საათის მიზანია, მოვამზადო მოსწავლეები სასწავლო პროცესისთვის, გავაცნო ახალი საგნები და საფეხურის ძირითადი ამოცანები. შევახსენო მოსწავლის ქცევის კიდექსი, აგრეთვე მოსწავლეთა მონაწილეობით შევადგონოთ ქცევის წესები, რომელსაც კლასში თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკრავთ და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
18.09.2018
2
სადამრიგებლო საათი
1.      ,, ჩემი დღის რეჟიმი’’
2.      ,,ფიზიოლოგიური ცვლილებები და პირადი ჰიგიენა’’

. ჩემი მიზანია გავეცნო  მოსწავლეთა სკოლის გარეთ ცხოვრებას, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რა დრო უთმობენ სწავლას, საკუთარი თავის მოვლას და ა.შ. და 2. მოზარდებს ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით გავაცნო მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ცვლილებების მიზეზები და ჰიგიენის დაცვის საჭირო წესები.
25.09.2018
3
სადამრიგებლო საათი
 „მეგობრობა“
მიზანი: ვასწავლოთ  ნამდვილი მეგობრობა.ვაჩვენოთ ბავშვებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჰყავდეს ნამდვილი მეგობარი.მოთმინებისა და კითილი განწყობის ჩამოყალიბება,მისწრაფება ურთიერთობისათვის
09.10.2018
4
საკლასო დისკუსია
 ,, რატომ ხდება კონფლიქტები?’’

დისკუსიის მიზანია გამოვარკვიოთ კონფლიქტების წარმოშობის მიზეზები, სახეები და შესაბამისი მაგალითების ირგვლივ მსჯელობა, როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი? როგორც ქვეყანაში ისე ადამიანებთან ურთიერთობებში.
16.10.2018
5
სადამრიგებლო საათი

 „ბულინგი“
მიზანი:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ქცევის ძალადობრივი ფორმები და გაიაზრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ბულინგის პრევენციასა და შემცირებაში

 23.10.2018
6
სადამრიგებლო საათი
„ცხოვრების ჯანსაღი წესი“
კლას საათის თემად შევარჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა – სოციალური დაავადებები, კერძოდ, თამბაქოს მოხმარება.

 30.10.2018
7
სადამრიგებლო საათი
,,ხასიათის სიმტკიცე’’
თემასთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება და დისკუსია

ვაჩვენებ ანიმაციურ ფილმს ,, ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა’’ და შემდეგ დისკუსიას ადამიანის ხასიათზე, მაგალითების მოყვანით.
 06.11.2018
8
სადამრიგებლო საათი
დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია -შშმ. ადამიანებთან დამოკიდებლება

გაითავისონ მოსწავლეებმა ყველა ის პრობლემა რაც შშმ. პირებს აწუხებთ, შეიცვალონ დამოკიდებულება მათ მიმართ რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ და არ იყვნენ გულგრილები მათთან დამოკიდებულებაში.
 13,11.2018
9
ბავშვთა უფლებების შესახებ
ანიმაციური ფილმების ჩვენება და დისპუტი თემაზე ,,არა- ძალადობას’’

შესაბამისი მასალის ჩვენება და სიტუაციური მაგალითების გაანალიზება.
 20.11,2018
10
ვიქტორინა : ვინ უკეთ იცის ქართული ენის გრამატიკა
მიზანი: პირველ სემესტრში ნასწავლი  მასალის გამეორება
 27.11.2018
11
სადამრიგებლო საათითემაზე: თვითგანვითარება
გამოვავლინო, როგორ ზრუნავს თითოეული მოსწავლე საკუთარ განათლებაზე, რამდენად იღებენ ინფორმაციას, კითხულობენ ლიტერატურას ან სასკოლო მასალაზე მუშაობას რა დროს ანდომებენ, რამდენად შეუძლიათ დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრა- მოგვარება და სხვ. ამისათვის მოსწავლეები ავსებენ წინასწარ მომზადებულ კითხვარებს.
 18.12.2018
12
სადამრიგებლო საათი:
,, როგორ ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ?

მიმდინარე სემესტრის შედეგების გადახედვა, როგორი შედეგით სრულდება სემესტრი, რისი გამოსწორებაა აუცილებელი, მეტი შედეგის მისაღწევად.
 25.12.2018

No comments:

Post a Comment